ღარიბაშვილი – საქართველოს ყაზახეთთან აქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობის შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობით

საქართველოს ყაზახეთთან აქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობის შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს.

„მინდა, მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ალიხან სმაილოვს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მინდა, მთავრობისა და ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობის შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები, მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთს და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ბოლო პერიოდში. ვგულისხმობ ექსპორტის ზრდას, ზოგადად სავაჭრო ბრუნვის ზრდას. მე ასევე მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში.

ყაზახეთს განხორციელებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები საქართველოში და ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებენ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი, მიხეილ სააკაშვილიც უნდა გათავისუფლდეს – ჰარმსი
შემდეგი სტატიაბრეგაძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია ევროინტეგრაციის მიმართულებით