ბრაზილიაში პოლიციელების საპროტესტო აქციის დასაშლელად სამხედროები გაგზავნეს

ბრაზილიის პრეზიდენტმა მიშელ ტემემ ესპირიტუ-სანტოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 200 სამხედრო გააგზავნა პოლიციელების მიერ საპროტესტო აქციის დასაშლელად – Reuters-ი წერს. პოლიციელები ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებენ. ხელფასის გადაუხდელობა ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა გამოიწვია. შტატის დედაქალაქ ვიტორიაში დანაშაულის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. ქუჩებში, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქურდები და მძარცველები დათარეშობენ. ქალაქში სკოლები და საავადმყოფოები დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაისრაელის პარლამენტმა პალესტინის ტერიტორიაზე მშენებლობების ლეგალიზაციის შესახებ კანონი მიიღო