“ბრალს არ ვაღიარებ” – გურამ რჩეულიშვილმა სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა

ბრალს არ ვაღიარებ, მაგრამ იმ მცირე ეპიზოდს ვაღიარებ, რაც არის პროკურატურაში და რაზეც ჩვენება მაქვს მიცემული – ეს განცხადება, გურამ რჩეულიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

რჩეულიშვილისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა პროკურატურის განწყობები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მას ბრალი აქვს წაყენებული.

მისი თქმით, ის აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა და პროკურატურაში იყო განწყობა, რომ მათ იცოდნენ თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები, რომელთა გაფლანგვასაც დღეს მას გამოძიება ედავება.

„იმ მომენტში პროკურატურასთან, როდესაც დაკითხვა მიმდინარეობდა, სულ სხვანაირად იყო პროკურატურის განწყობა, რომ იცოდნენ როგორც მოხდა, სად წავიდა ეს თანხები და რასაც მოხმარდა, რატომღაც მერე შეიცვალა. მე მოწმეებზე ზემოქმედება არ მჭირდება, იმიტომ, რომ მე ვაღიარებ, რომ დიახ ეს თანხა ჩემი ხელმოწერით იყო გასული. ბრალს არ ვაღიარებ, მაგრამ იმ მცირე ეპიზოდს ვაღიარებ, რაც არის პროკურატურაში და რაზეც ჩვენება მაქვს მიცემული. რაღა ზეგავლენა უნდა მოვახდინო მოწმეებზე ვერ ვხდები,“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

გამოძიებისთვის გურამ რჩეულიშვილის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრობს საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრ პოინტის დაკავებული დირექტორი პატიმრობაში რჩება. პროცესზე დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და განმარტა, რომ გუკა რჩეულიშვილის ადვოკატებმა ახალი გარემოებების წარდგენა ვერ შეძლეს, რის საფუძველზეც შეფარდებული პატიმრობა სხვა ღონისძიებით შეიცვლებოდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძე: რა თქმა უნდა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალური არა
შემდეგი სტატიანინო დარასელია: “ცენტრ პოინტი” არის კარგი მაგალითი, რა შეიძლება უქნას პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა წარმატებულ ბიზნესს