ზურაბ პატარაძე: რა თქმა უნდა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალური არა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინა. პატარაძის განცხადებით, იგი გეგმავს ცვლილებებს, თუმცა ეს ცვლილებები რადიკალური არ იქნება.

„რა თქმა უნდა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. მალე იქნება კენჭისყრა, შესაბამისად, უფრო ვრცლად გავაკეთებ ბრიფინგს. ერთი რამ იცოდეთ, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან კონტაქტისთვის,“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეიმ ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი გადააყენა
შემდეგი სტატია“ბრალს არ ვაღიარებ” – გურამ რჩეულიშვილმა სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა