ნინო დარასელია: “ცენტრ პოინტი” არის კარგი მაგალითი, რა შეიძლება უქნას პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა წარმატებულ ბიზნესს

ცენტრ პოინტის თანამშრომლების, გუკა და მაია რჩეულიშვილების დაკავებას, პოლიტიკურს უწოდებენ ოჯახის წევრები.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას, სადაც გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ვახტანგ რჩეულიშვილი და ნინო დარასელია ესწრებოდნენ.

რჩეულიშვილების ოჯახი სალომე ჩარკვიანის და ირაკლი მინდელის გათავისუფლებას ითხოვს.

„პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ მე ვდგავარ ჩემი ძმის სასამართლოზე, არც ერთი წამი, გარდა იმისა, რომ არც ველი მის გათავისუფლებას არც ვითხოვ. მე ვითხოვ პირველ რიგში სალომე ჩარკვიანის გათავისუფლებას, იმიტომ, რომ ადამიანს იმის გარდა, რომ რაღაც ეტაპზე მუშაობდა ცენტრ პოინტში, არანაირი შეხება არ აქვს. ირაკლი მინდელზეც შემიძლია ზუსტად იგივე ვთქვა.

“ყველა დაზარალებულს, რა თქმა უნდა, ვუხდი უდიდეს ბოდიშს, რომ ეს პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ დაგვემართა. ცენტრ პოინტი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, სახელმწიფოში პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა რა შეიძლება უქნას წარმატებულ ბიზნესს,“- განაცხადა ნინო დარასელიამ.

banner
წინა სტატიაში“ბრალს არ ვაღიარებ” – გურამ რჩეულიშვილმა სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია