ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ, – ინფორმაცია ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბორჯომში ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს, დღის მეორე ნახევარში მიიღო.

„სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში“, – აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

banner
წინა სტატიაშიზელენსკისთვის თანამდებობის თხოვნას არ ვაპირებ
შემდეგი სტატიარომის პაპმა “მამაო, ჩვენოს” ტექსტი შეცვალა