ზელენსკისთვის თანამდებობის თხოვნას არ ვაპირებ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2019 18:32

ზელენსკისთვის თანამდებობის თხოვნას არ ვაპირებ

ზელენსკისთვის თანამდებობის თხოვნას არ ვაპირებ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტს, ოფიციალური სტატუსის გარეშე რჩევები მისცეს.

“ჩვენ მართლაც გვქონდა კომუნიკაცია ტელეფონით. მე მას მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა გადავუხადე, წარმატებები ვუსურვე და ვუთხარი რომ არ ვაპირებდი რაიმე თანამდებობა მეთხოვა მისთვის. მაგრამ მზად ვარ მივცე რჩევები ყოველგვარი ოფიციალური სტატუსის გარეშე, თუ ამის საჭიროება გახდა. ზელენსკი ძალიან კომუნიკაბელური, უბრალო და მეგობრული ადამიანია”,- წერს სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დაუბრუნა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, მან უპასუხა, რომ “რა პირობაც დადო, შეასრულა”

“პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. გეგმა იყო ძალიან მარტივი და ადამიანური. მე ვთქვი: ვფიქრობ, სააკაშვილს უკანონოდ ჩამოართვეს პასპორტი და მეც დავუბრუნე მოქალაქეობა. ეს იყო და ეს”,- ამბობს ზელენსკი.

კითხვაზე შეხვდა თუ არა ის სააკაშვილს ან ჰქონდათ თუ არა სატელეფონო საუბარი, უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს: “მან ვიდეო ჩაწერა, ნახავდით სოციალურ ქსელებში, სადაც მადლობას მიხდის, ასევე ტელეფონზე და ვოტსაფზე მომწერა. მადლობას რისთვის მიხდის? მე მხოლოდ ჩემ საქმეს ვაკეთებ. ცოტა დაპირება მაქვს და მინდა რაც მაქვს შევასრულო”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2019 18:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics