რომის პაპმა “მამაო, ჩვენოს” ტექსტი შეცვალა

region
: region ივნისი 6, 2019 19:52

რომის პაპმა “მამაო, ჩვენოს” ტექსტი შეცვალა

რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიური ლოცვის “მამაო ჩვენოს” ტექსტი შეცვალა -ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს.

ლოცვის ახალმა რედაქციამ ბევრი კათოლიკე მღვდელი და მრევლის აღშფოთება გამოიწვია.
თეოლოგები და კათოლიკე მღვდელთმსახურების ტექსტის შეცვლაზე 16 წელზე მეტი ხანია მუშაობენ, ახალი ვარიანტი კი ვატიკანმა 22 მაისს დაამტკიცა. ახალ რედაქტირებულ ტექსტში “და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა” შეცვლილია “ნუ მოგვცემ განსაცდელს დავემორჩილოთ”.

პაპი ტექსტის შეცვლის აუცილებლობაზე 2017 წელს საუბრობდა. ის ამბობდა, რომ ახლანდელი თარგმანი ღმერთის მოქმედებას არასწორად ასახავდა.

“ღმერთი ჩვენ არ გვივლენს განსაცდელს, არამედ, გვეხმარება დაცემის შემდეგ აღვდგეთ… ეს ცუდი თარგმანია, რადგანაც აქ საუბარია ღმერთზე, რომელიც მოწადინებულია განსაცდელის მოვლენით. ის, ვინს მოწოდებულია განსაცდელით, არის სატანა, ეს სატანის როლია” – განაცხადა მაშინ პაპმა

region
: region ივნისი 6, 2019 19:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics