ბორჯომში მამა-შვილი სავარაუდოდ სოკოთი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

ბორჯომში მცხოვრები მამა–შვილი, სავარაუდოდ სოკოს ჭამის შემდეგ გამოწვეული ინტოქსიკაცით გარდაიცვალა. ერთი და იგივე სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი შეიყვანეს- ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს

„გუშინ ღამით შემოიყვანეს 70 წლამდე კაცი მაღალი წნევით, ჰქონდა თირკმლის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. კვლევების დროს, რძალმა თქვა, რომ 16 ოქტომბერს პაციენტმა სოკო ჭამა და გადასხმებს უკეთებდნენ სახლში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ამბობს ბორჯომის რეფერალური კლინიკის ექიმი, მაია ტიტვინიძე.

მისივე თქმით, იგივე სიმპტომებით, პაციენტის 40 წლამდე შვილი კლინიკაში მეორე ღამეს შემოიყვანეს. მანამდე კი ის მამასთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ჩივილების შეასახებ არაფერი უთქვამს.

„ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო დახმარება, მაგრამ ზუსტად იგივე თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა პაციენტის გულის გაჩერება“, – ამბობს იგი.

მედიკოსის განმარტებით, პაციენტები ექსპერტიზაზე არ გადაუყვანიათ. ტოქსიკოლოგმა კი მასთან საუბრისას განმარტა, რომ მამა–შვილის სიმპტომები ძალიან ჰგავდა სოკოთი ინტოქსიკაციას: „ტოქსიკოლოგმა დაგვიდასტურა, რომ მსგავსი ფაქტი შესაძლებელია იყოს სოკოს ბრალი, ეს იყო მოგვიანებითი ეფექტი“.

banner
წინა სტატიაშისანიკიძე: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არც ერთი პირობით და არანაირ ვითარებაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს
შემდეგი სტატიამარტვილში ხურმა ხეზე ლპება