მარტვილში ხურმა ხეზე ლპება

მარტვილში ხურმის ჩირის მზადება დაიწყეს. აქ თითქმის ყველა სოფელში ნახავთ სახლებს, რომლებსაც ულამაზასი ჩირის ფარდები ამშვენებს. ამ სილამაზის უკან ძალიან დიდი შრომა დგას. პანდემიამ კი ხურმის რეალიზაცია გაართულა.
მარტვილელებმა წელს ხურმის მეორე ჯიშის ხაჩიას რეალიზება ვერ შეძლეს. პროდუქციის შესაძენად მათთან კერძო პირები არ მისულან.

-ხაჩიას რეალიზება ვერ მოხერხდა, მყიდველი არ მოსულა ხაჩიას ჩირის დამზადება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ჯიშის ხურმას ყუნწი ადვილად ძვრება და დაბლა ცვივა. ამიტომ იძულებული ვართ, ხურმა ხეზე დავტოვოთ,- განაცხადეს ჩვენთან საუბარში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს მაცხოვრებლებმა.

მარტვილში ხურმის საშრობი საამქრო არ არის. ადგილობრივები ხურმას ბუნებრივად აშრობენ. შემდეგ კი შეიძლება მათთან მყიდველი საერთოდ არ მივიდეს და ეს ამხელა შრომა წყალში ჩაიყაროს.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიბორჯომში მამა-შვილი სავარაუდოდ სოკოთი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ