ბორის ჯონსონი – მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. ბორის ჯონსონის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ვიმედოვნებთ, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეიძლება, გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი ახალ გიგანტურ მილსადენებში უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაში.

„როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის მოწინააღმდეგეები ვიყოთ, ან გვსურს სტრატეგიულად ალყაში მოვაქციოთ, ან ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსულმა სისხლმა მოგვცა ნაციზმის დამარცხების საშუალება. ეს ხდება, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი, რომელსაც ახლა იზიარებს ევროპული კონტინენტის დიდი მასა“, – აღნიშნულია ბორის ჯონსონის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს – ბრეგაძე
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური შურისძიების აქტს – სააკაშვილის მკვლელობას, წამებას და ამას საზოგადოება უყურებს