გლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს – ბრეგაძე

“არ გვაქვს ამის ვალდებულება” – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა.

ბრეგაძემ თქვა, რომ უკრაინის სახალხო დამცველის ციხეში შესვლის აუცილებლობა “არ არსებობს” და ლუდმილა დენისოვა ცალმხრივ განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.

“რაც შეეხება არ შესვლის მიზეზს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული”, – თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ უწყება “მაქსიმალურად იკავებს თავს” გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ისეთი პირები შეშვებისგან, რომლებსაც კანონით ამის უფლება არ აქვთ.

“ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი და მე-18 დაწესებულება, ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით, რომ შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი – მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის