ბეჟაშვილი – ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური შურისძიების აქტს – სააკაშვილის მკვლელობას, წამებას და ამას საზოგადოება უყურებს

ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს პოლიტიკური შურისძიების აქტს – მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, წამებას და ამას საზოგადოება უყურებს – ჩვენი პროტესტი მზარდი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 8 დეპუტატთან ერთად შიმშილობს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება ურღვევს როგორც სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ასევე თავისუფალი სასამართლოს უფლებას.

“დეპუტატების პროტესტს მოჰყვება საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა პროტესტი, ქუჩაში, ტელევიზიებში ეს უკვე იგრძნობა და ხელისუფლებას მოუწევს ანგარიში გაუწიოს ხალხის ძალას, ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპს და კანონიერებას, რადგან სააკაშვილთან მიმართებით ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა დარღვეულია, როგორც პატიმრის, ასევე, როგორც პაციენტის, რასაც სხვებს უკეთებენ, მისთვის ყველაფერი დაბლოკილია. ამიტომ დარწმუნებული ვარ პროტესტი იქნება მზარდი.

ვხედავთ, ხელისუფლება მანიპულირებს, როცა სასამართლოში გადაყვანაზეა საუბარი, განზრახული აქვთ, რომ სააკაშვილი არ ასარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და არც სამოქალაქო კლინიკაში არ გაჰყავთ,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი – მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის
შემდეგი სტატიავაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს