ბოლო ერთ საათში დარღვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 50 მაჟორიტარულ ოლქში 27 დარღვევა გამოავლინა. ყველაზე მეტი დარღვევა ამ დროისთვის აჭარაში ფიქსირდება, სადაც დამკვირვებლებმა 6 დარღვევა გამოავლინეს.

ფოთში 2 დარღვევა მოხდა, 2 ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, 2 ქუთაისში, 2 ბაღდათში, ერთი ლანჩხუთში, კასპში 2, მარნეულში 4, ერთი დარღვევა დაფიქსირდა საგარეჯოში და ერთიც გურჯაანში.

არასამთავრობო სექტორის მიერ გამოვლენილი დარღვევები კატეგორიებად ასე ნაწილდება:

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე 9, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები 9, დარღვევები ხმის მიცემის დროს 12.

დარღვევების და მათი კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტი დარღვევის კატეგორიას.

დარღვევების შესახებ ჟურნალისტებს ბოლო ინფორმაცია მედია ცენტრში 12:00 საათზე გააცნეს.

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტია“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიაუსკო : 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 12.54%-იანი აქტივობა ფიქსირდება