უსკო : 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 12.54%-იანი აქტივობა ფიქსირდება

აჭარაში 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12.54% შეადგინა.

აჭარაში რეგისტრირებული 308 576 ამომრჩევლიდან, ხმა უკვე მისცა 38 718-მა ამომრჩეველმა.

რეგიონში ყველაზე მცირე ამომრჩეველი ბათუმში დაფიქსირდა.

პირველ ტურში, ამ დროის მონაცემებით, თითქმის 20%-იანი აქტივობა იყო.

ასევე, ამ დროისთვის, 348 უბნიდან, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარია შესული.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბოლო ერთ საათში დარღვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა
შემდეგი სტატიაახალციხის საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო