„რესპუბლიკური პარტია“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა დატოვა

ქუთაისში „რესპუბლიკური პარტია“ პარტიის წევრმა ნატო ქათამაძემ დატოვა.

ქათამაძე პარტიის დატოვების მიზეზად გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

„ტაქტიკურ და ღირებულებით საკითხებთან დაკავშირებით მქონდა განსხვავებული ხედვა. ამ დროს ან რამე უნდა შეცვალო ან წახვიდე. პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მქონდა მიღებული, ამაზე პარტიის წევრებთან რამდენჯერმე მისაუბრია და იმედი მქონდა რომ რამე შეიცვლებოდა. დავით უსუფაშვილის წასვლამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება კიდევ უფრო დამაჩქარებინა”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ნატო ქათამაძე “რესპუბლიკური პარტიის” წევრი 13 წლის განმავლობაში იყო, ის ქუთაისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია, ასევე საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტიიდან” ქუთაისის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კრწანისის მეშვიდე ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა
შემდეგი სტატიაბოლო ერთ საათში დარღვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა