ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. 82 წლის მამაკაცი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ იმყოფება და სწორედ იქ მოხდა მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინფექციის წყარო ჯერ დადგენილი არ არის, არის რამდენიმე ვერსია, რაზეც ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

„ცხელების ცენტრში“ მყოფ კიდევ სამ პაციენტს კი ვირუსი არ დაუდგინდა. საერთო ჯამში, ბოლნისიდან გაგზავნილი იყო 12 პირის საკვლევი მასალა.

დღეს დადასტურებული ერთი შემთხვევის გათვალისწინებით, ინფიცირებულთა რიცხვი ბოლნისში 108-მდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. 108 დადასტურებული შემთხვევიდან 11 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლნისში თვითიზოლაციაში 252, კარანტინში კი 99 ადამიანი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება
შემდეგი სტატიააჭარაში გამოკვლეული კიდევ 200-მდე ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა