გიორგი გახარია : თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის გახსნისა და აღორძინების საკითხი მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

თუმცა, მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნა ეპიდემიის ეფექტურად მართვაზე იქნება დამოკიდებული.

„მინდა, გითხრათ, რომ ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა დღეს ჩვენი მთავრობის ნომერი ერთი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად, ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

ამას ხაზგასმით ვიმეორებ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ეკონომიკური აღდგენის ნაწილში ეფექტურები ვიყოთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში გამოკვლეული 102 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაბოლნისში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა