ბოლნისის მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყეს. მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას ოჯახისა და სოფლის ექიმები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ჯგუფები აწარმოებენ. მედიკოსებს აქვთ სპეციალური კითხვარები, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა შეავსონ.
ასევე, დღეს კიდევ ერთხელ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა სოფელ ნახიდურში თვითიზოლაციაში მყოფ რამდენიმე ოჯახს. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა მარნეულში დაინფიცირებული ქალბატონის დას, რომელიც ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამდროისთვის მედიკოსების 15 ჯგუფი მუშაობს

banner
წინა სტატიაშისაჩხერის კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიანიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია