საჩხერის კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ სამ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება მეოთხე პაციენტთან, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. აცხადებენ საჩხერის კლინიკაში

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ,,დღეს გადაუხდელობის გამო დენის და გაზის გამორთვა არის დანაშაული”
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყეს