ბოკუჩავა: მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ვიხილეთ

მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ვიხილეთ, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების უშუალო წახალისებით და ორგანიზებით, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს მიზნად ისახავდა მედიის დაშინებას, გაჩერებას და გაჩუმებას. მედიის პროფესიონალიზმი და შეუპოვრობა საამაყო იყო. თქვენ რომ გხედავთ, ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ პუტინისტურ ჯგუფებს, რომლებიც თესავენ ძალადობას, სიძულვილს და ქაოსს.

ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი მის მიერ გაკეთებული ძალადობრივი განცხადების შემდეგ გადამდგარი იქნებოდა ისევე, როგორც შს მინისტრი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მედიის, ტურისტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ნორმალურ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ და „ქართული ოცნება“ გაურბის შეფასებასაც კი და ერთი სიტყვაც არ თქვეს იმ აღვირახსნილ უმსგავსობაზე, რაც ქუჩაში ხდებოდა. გუშინდელი მოძალადეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. საინტერესოა, რას აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინ, როცა მთელი კვირის განმავლობაში კეთდებოდა ძალადობრივი მოქმედებები, რაც მიზნად ისახავდა მასობრივი ძალადობის და ქაოსის ორგანიზებას.

საჯაროდ იყო ინფორმაცია ცნობილი და სპეციალური თვალთვალი არ სჭირდებოდა, რასაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, ეს ყველაფერი საჯაროდ იყო ცნობილი. გუშინ თბილისის ქუჩებში არაადეკვატური რესურსით პოლიციიის წარმოჩენა იყო იმაზე მეტყველებდა, რომ ხელისუფლებამ გზა მოძალადეებს თავად გაუხსნა და ამას ადასტურებს მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტი ყოფილიყო, ძალადობრივი მოწოდებები გააკეთა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიგია მურღულია: ძალადობით მხოლოდ საბოლოოდ წაგებულები იგებენ მცირე ხნით
შემდეგი სტატია“სირცხვილია” დღევანდელ აქციას უერთდება- განცხადება