“სირცხვილია” დღევანდელ აქციას უერთდება- განცხადება

მოძრაობა “სირცხვილია” დრეს 20:00 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქციას შეუერთდება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათივე შეფასებით, მოვლენები თეოკრატიაში ცხოვრების დეკლარიებაა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და მისი ძალოვანი უწყებებია. გუშინდელი ღონისძიების ორგანიზატორთა გადაადგილების მარშრუტები წინასწარ იცოდნენ მოძალადე ჯგუფებმა, პოლიციის მობილიზება იყო მიზერული, მობილიზებული ჯგუფიც კი სრულიად ინდიფერენტულად იქცეოდა და არ ცდილობდა მოძალადეების განეიტრალებას.

მედიაზე ორგანიზებული შეტევა, ოფისების დარბევა და ქუჩაში თარეში, არის ის საგანგაშო სიგნალები, რომლებიც ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

გუშინ არ არსებობდა ქვეყანაში ადგილი, სადაც ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ იქნებოდნენ, ეს ირანისკენ და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა – დეკლარირებულ თეოკრატიაში ცხოვრებაა.

სახელმწიფო არათუ არ იცავს სეკულარულობის პრინციპს, არამედ თავად არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების პარტნიორი და თანამზრახველი.

დღეს, 6 ივლისს, 20:00 საათზე, ჩვენ მდუმარე აქციაზე შევიკრიბებით პარლამენტთან, იმისთვის, რომ დავანახოთ ყველას, ეს ქვეყანა მოძალადებიის არ არის, ეს ქვეყანა მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა და არ დავუშვებთ, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ცხოვრება ამ ზიზღში გაატარონ.

P.S. ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად გადადგება”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ვიხილეთ
შემდეგი სტატია“პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს