ბოკერია: ველოდებით ხელისუფლებისგან წერილობით სრულფასოვან პასუხს

„ელჩებს სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ ფუნდამენტურ მიმართულებებზე, რომელიც ისედაც არის საჯაროდ ცნობილი. ასევე ველოდებით ხელისუფლებისგან წერილობით სრულფასოვან პასუხს“, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არსებობს.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, ის, რომ შეხვედრას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ ესწრებოდა, პარტნიორობაში არაფერს ცვლის.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მედიატორებმა ორი-სამი დღე გვთხოვეს
შემდეგი სტატიადადგა დრო, მოლაპარაკებები გავასაჯაროვოთ და ამომრჩეველმა იცოდეს, რაზეა საუბარი – მამუკა ხაზარაძე