ვაშაძე – მედიატორებმა ორი-სამი დღე გვთხოვეს

პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, მაგრამ მედიატორებმა ორი-სამი დღე გვთხოვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, როგორც კი „ქართული ოცნებიდან“ საპასუხო წერილს მიიღებს, ოპოზიცია გაასაჯაროვებს მის შეთავაზებას, რომელიც დღეს ელჩებს დოკუმენტის სახით წარუდგინეს.

„ჩემი აზრით, ძალიან კარგი შეხვედრა იყო დღეს. ჩვენი მხრიდან ძალიან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული, რათა შეთანხმება მოხდეს, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთხოვდნენ. ჩვენ გავასაჯაროებთ ამ დოკუმენტს, როგორც კი საპასუხო წერილს მივიღებთ „ქართული ოცნებიდან“. ვფიქრობ, ყველამ ერთად საჯაროდ უნდა გადავწყვიტოთ, სად არის შეთანხმების ის შუალედი, რაზეც საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ გავავრცელებთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, მაგრამ მედიატორებმა ორი-სამი დღე გვთხოვეს. ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ.“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო
შემდეგი სტატიაბოკერია: ველოდებით ხელისუფლებისგან წერილობით სრულფასოვან პასუხს