დადგა დრო, მოლაპარაკებები გავასაჯაროვოთ და ამომრჩეველმა იცოდეს, რაზეა საუბარი – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამბობს, რომ ოპოზიციამ დღეს ელჩებთან შეხვედრაზე შეჯერებული წინადადებების პაკეტი მიიტანა, რასაც მისი თითოეული წევრი იზიარებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ელჩებმა ოპოზიციის წევრებს დრო სთხოვეს, რომ “ქართული ოცნებისგან” წინადადებები მოესმინათ.

“მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებების პაკეტი, ძირითადი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენმა ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ველოდებით ხელისუფლებისგან წერილობით სრულფასოვან პასუხს
შემდეგი სტატია„ლეიბორისტულ პარტიაში“ არ აკონკრეტებენ, რატომ არ ესწრებოდა შალვა ნათელაშვილი ელჩებთან დღევანდელ შეხვედრას