ბოკერია: თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ

თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს და დაპირისპირებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური დაკვეთაა.

„ნიკა მელიას წინააღმდეგ მთელი საქმე არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა, ამოცანით რომ ზოგადად საზოგადოება, კერძოდ, ოპოზიციური სპექტრი დააშინონ და შესაძლოა, გამოთიშონ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკური ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და დათრგუნონ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ისინი ამ ამოცანას ვერ მიაღწევენ, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და დააკავებენ ნიკა მელიას, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს და დაპირისპირებას – ყველაფერს გააფუჭებენ. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ვერ გაბედავენ და არ და ვერ გადადგამენ. ინსტიტუტების ჩამოშლას, ჩვენი ქვეყნის კურსიდან გადახვევას და დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას ყველაფრის, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტების ტრადიცია ჰქვია, სათავე დაუდო ამ რეჟიმმა და აგრძელებს ნაბიჯ-ნაბიჯ. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა იქნება კიდევ ერთი დარტყმა ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ იმ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნორმალური ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციები დაგეგმილი გვაქვს და ეს გაგრძელდება ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ნიკა მელია დაიჭირეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს შეიტანს დიდ კორექტივებს ყველაფერში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – ნიკა მელიას საშუალება ჰქონდა, პარლამენტში ემუშავა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ბეჭი არ ამოიგდოთ ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ