მაია ბითაძე – ნიკა მელიას საშუალება ჰქონდა, პარლამენტში ემუშავა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე

ნიკა მელიას საშუალება ჰქონდა, პარლამენტში ემუშავა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე, თუმცა მან კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმით რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციას ეწევა და საზოგადოებაში აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს.

„კანონმდებლობა საერთოა ყველასთვის. გაუგებარია, თუ ნიკა მელიას მიმართ კანონი ლმობიერი უნდა იყოს და გირაოს არ იხდის, რა პასუხი უნდა გავცეთ, 500-მდე ადამიანს, ვის მიმართაც სამაჯურია გამოყენებული? საქმე გვაქვს პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკა მელიას. მას საშუალება ჰქონდა, რომ პარლამენტში ემუშავა და თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე. მან არათუ საკუთარი უფლებამოსილება არ შეასრულა, არამედ კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია და პროკურატურის ლმობიერი დამოკიდებულება არ გამოიყენა, რასაც გირაოს გადახდა ჰქვია. მიზნობრივად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას, მას მხარს უბამს რადიკალური ოპოზიცია. მომსწრე ვართ იმის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ.

ნიკა მელიას საშუალება აქვს, გირაო გადაიხადოს. რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, არის პოლიტიკური სპეკულირება. შეეშვან ცირკის და სპექტაკლების დადგმას. ეს კიდევ ერთი შანსია ოპოზიციისთვის, ეცადონ და დაელოდონ, ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლას. პოლიტიკური თამაშები არ არის კავშირში სამართალთან. სამართალი და პოლიტიკა ხანდახან უნდა გავმიჯნოთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, კანონდარღვევას პოლიტიკოსი ჩაიდენს, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე თუ მხატვარი, კანონი ყველას მიმართ ერთნაირია“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, სერგეი გავრილოვის გუშინდელი განცხადება სწორედ რადიკალურ ოპოზიციას აძლევს ხელს.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ენუქიძე – აღადგინეთ კანონი ცილისწამების შესახებ და ყველამ მიიღოს, რაც ეკუთვნის
შემდეგი სტატიაბოკერია: თუ ნიკა მელიას დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ