ბოკერია: ტექნიკის ბათუმში გადაგზავნა არის კატასტროფული რეაქცია

ხელისუფლების მხრიდან ტექნიკის ბათუმში გადაგზავნა არის კატასტროფული რეაქცია, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმის მიმართულებით სპეცტექნიკის გადაგზავნას.

„დადასტურდა, რომ რაღაც ტექნიკა გადაისროლეს ბათუმში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, უბრალოდ სასაცილო იქნებოდა და გულისტკივილით ვიხუმრებდით, რომ რა დღეშია ეს ქვეყანა, მაგრამ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც გვყავს ხელისუფლება, რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი ჩამოსულია თუ არ არის ჩამოსული თავისი ვერსიით, რომელმაც ბათუმში ტექნიკა გადაიყვანა, ეს არის კატასტროფული რეაქცია. ამიტომ დღევანდელ ამბავს, ვინც უყურებს, ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ ზოგადად პოლიტიკური პროცესის მიმართ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, ზოგჯერ სასაცილო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს წერტილი დავუსვათ მშვიდობიანად, ჩვენი ხმით“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე “ოცნებაზე”: ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით
შემდეგი სტატიამდინარაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასცა დავალება, ტელეფონით ისაუბრონ, რომ სააკაშვილი საქართველოშია