მდინარაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასცა დავალება, ტელეფონით ისაუბრონ, რომ სააკაშვილი საქართველოშია

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებს დაავალეს, ღია ტელეფონით ისაუბრონ და თქვან, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

“ასევე ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღიატელეფონით, ეს მოსმენების ამბავი ალბათ ძალიან დაიჯერეს და განაცხადონ, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში. ასევე, პარტიის ლიდერების დავალებით, ყველა მაქსიმალურად უნდა დაუკავშირდეს მათ სანაცნობოს, რომლებიც არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და დაშიენბის გარეშე განუცხადონ, რომ ქართული ოცნებსი მმართველობა არის დასრულებული და იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერენ ენმ-ს, აღნიშნული აუცილებლად დაუფასდებათ”. – ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ასევე ამტკიცებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს დაავალა, გაავრცელონ გზავნილი, რომ ქართულ ოცნებას არჩევნები წაგებული აქვს, რათა “ფსიქოლოგიურად მოსპონ”.

“პარტიის ე.წ. თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჩაშალა თავის ჩათში – სალამი, მოკლედ, რას ვაკეთებ ახლა, ყველას, ვისზეც ხელი მიმიწვდება, ან ვწერ პირადად, ან შუამავლით, დღის ბოლომდე ეს უნდა ვაკეთო, ქუჩა, შინაური, ქოცი და ა.შ. გზავნილი მარტივია – გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ოცნებას წაგებული აქვს და ჩაეხსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება. ეს უნდა ვქნათ ყველამ, ყველა დონეზე, ქოცების უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს ხოდი, უნდა შევეხმიანოთ. ყველას უთხარით, ასე აკეთონ ჩვენებმა – ქვედა დონეზე ნახონ ან დაურეკონ ქოც ქვედა დონის ხალხს, ჩვენ ჩვენს დონეზე. ახლა ფსიქოლოგიურად უნდა მოვსპოთ”. – ამბობს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ტექნიკის ბათუმში გადაგზავნა არის კატასტროფული რეაქცია
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის ვიდეო არის დადასტურებულად „ფეიკი“