ჭიჭინაძე “ოცნებაზე”: ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით

ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს. ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული თითოული ხმა დასაცავია.

„ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილი და მორღვეულია, ამას დიდი ხანია ვამბობ. ისიც ფაქტია „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს.

ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით…

მოკლედ, 2 ოქტომბერს დასაცავია 41-ის წინააღმდეგ მიცემული ყველა ხმა!

ამიტომ, პირადად მე, ვიდგები იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება!

თან, არჩევნების შემდეგ პრობლემები კი არ მთავრდება, პირიქით იწყება.

მით უმეტეს ბევრი შეკედლებული ყავს „ოცნებას” თბილ ადგილებზე და მათ უკვე დაიწყეს წრიალი.

მაგრამ! ყველას ნამოქმედარი უნდა შეფასდეს, მე ამისი მომხრე ვარ.

რადგან ეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა, სწორედ პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განმარტება სპეცრაზმზე -სტანდარტული გადაადგილებაა
შემდეგი სტატიაბოკერია: ტექნიკის ბათუმში გადაგზავნა არის კატასტროფული რეაქცია