ვაშაძე: სამწუხაროდ პრეზიდენტმა სისუტე გამოავლინა, შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების

“სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა!”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე წერს, „მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების!“

„მომავალ კვირაში დარეგისტრიდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე!

ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!“, – წერს ვაშაძე.

დღეს, 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება
შემდეგი სტატიაბოკერია: სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის