ბოკერია: ქვეყნისთვის კარგი იქნება გიორგი რურუას გამოშვება, შემდეგ – საკონსტიტუციო ცვლილების მიღება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2020 10:12

ბოკერია: ქვეყნისთვის კარგი იქნება გიორგი რურუას გამოშვება, შემდეგ – საკონსტიტუციო ცვლილების მიღება

ქვეყნისთვის კარგი იქნება გიორგი რურუას გამოშვება, შემდეგ – საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, შემდეგ -შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანია და შემდეგ შეგუება ყველასთვის, პირველ რიგში ივანიშვილის ჩათვლით, იმ გადაწყვეტილებასთან, რასაც საქართველოს ამომრჩეველი მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, შესაძლოა თუა არა, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ხმების პრობლემა შეექმნას.

„არ ვიცი. თუ გადაწყვეტს, რომ ჩააგდოს, მერეც დამოკლეს მახვილივით ეკიდება პოლიტპატიმარ რურუას საკითხი და ჩვენი ხმებიც. თორემ, მესამე მოსმენა მეორე მოსმენის მსგავსად, პირველი მოსმენისგან განსხვავებით, მყისიერად უნდა დააბრუნოს. თუ ვინმეს ეს ფაქიზი დეპუტატები ავად გაუხდა, ჩვენი ხმები არსებობს, ეს იცის და კიდევ უფრო გაიშიშვლებს თავს. ჩიხშია მოქცეული. ამიტომ, თავის ხელით მოუწევს იმის გაკეთება, რაც არ უნდოდა, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ქვეყნისთვის კარგია.

ქვეყნისთვის კარგი იქნება რურუას გამოშვება და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, შემდეგ – შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანია და შემდეგ შეგუება ყველასთვის, პირველ რიგში ივანიშვილის ჩათვლით, იმ გადაწყვეტილებასთან, რასაც საქართველოს ამომრჩეველი მიიღებს. ვიცი, ეს გადაწყვეტილება რა იქნება. მჯერა, რომ ეს იქნება ამ პოლიტიკური უბედურების დასრულება და ცუდი სიზმარივით წყალს გატანება, შემდეგ კი, ქვეყნის ციხიდან გამოყვანა სიძულვილის, დაპირისპირების და ძალადობის გარეშე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2020 10:12