“თავისუფლების ინსტიტუტი” ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას

“ქართული ოცნების” ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიების საარჩევნო სიების შედგენისას სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს სიის გენდერული შემადგენლობა.

“თავისუფლების ინსტიტუტი” თვლის, რომ ეს ინიციატივა არა მარტო არ უზრუნველყოფს ქალთა გაძლიერებას, არამედ აზიანებს დემოკრატიის, თანასწორობისა და სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

კვოტები თავისი არსით არადემოკრატიულია და ამომრჩევლის იძულების მექანიზმს გულისხმობს. არჩევით თანამდებობებზე კვოტის შემოღებით მივდივართ წინააღმდეგ დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიის პრინციპებისა, რომლის ქვაკუთხედია ამომრჩევლის ნება და უფლება აირჩიოს თავისი წარმომადგენლობა.

კვოტა თავის თავში გულისხმობს, რომ ინდივიდუალურ დამსახურებაზე უპირატესად ვაღიარებთ ჯგუფურ მიკუთვნებულობას.

ამის გარდა, გენდერული კვოტა ეფუძნება თანასწორობის ყალბ გაგებას და ნამდვილი თანასწორობისგან მხოლოდ გვაშორებს. კანონპროექტის მიზანი თუ საზოგადოებაში უთანასწორობის აღმოფხვრაა სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, კვოტირების სისტემა, მიუხედავად მისი “კეთილი განზრახვისა”, არ ემსახურება ამ მიზანს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ შეფასების პირველ კალათაშია
შემდეგი სტატიაბოკერია: ქვეყნისთვის კარგი იქნება გიორგი რურუას გამოშვება, შემდეგ – საკონსტიტუციო ცვლილების მიღება