ბოკერია პარლამენტში შესვლაზე: კიდევ გვექნება მსჯელობა

“პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე კიდევ გვექნება მსჯელობა, კვირის დასაწყისში გვაქვს პოლიტსაბჭო. ჩემი პერსონალური პოზიცია ყველასთვის ცნობილია, მე ვთვლი, რომ ამ ვითარებაში ვერ წაადგება ჩვენი ორი მანდატი, რომელიც ახლა გვაქვს და მესამე დავით ბაქრაძე რომ წესიერად მოიქცეს, პირობა შეასრულოს, რაც პარტიის წინაშე დადო საჯაროდ, რომ არ შევიდოდა პარლამენტში ცუდი შედეგის შემთხვევაში და კონკრეტული ციფრის დაბლა თუ იქნებოდა შედეგი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ორი მანდატი იქნება, სამი თუ ერთი, აქ პრინციპული საკითხია დამოკიდებულების.

ჩვენი აზრით, ლოგიკური არაა, თუ ამ შეთანხმებაში გამოსავალს ვერ ხედავ, შეხვიდე პარლამენტში, რადგან ყველა ოპოზიციური პარტია ვთანხმდებოდით და მგონი ახლაც არ შეუცვლიათ აზრი (ელისაშვილს არ ვგულისხმობ), რომ არალეგიტიმიურია ეს პარლამენტი, არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამიტომ, ამ პარლამენტში შესვლის აზრი, შეიძლება იყოს იმაში, თუ თვლი, რომ დროებითი პარლამენტია, დროებითი ორგანოა, ინსტრუმენტია და ამ შეთანხმებისთვის ვაკეთებ ამას. ეს ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, ოღონდ, ბუნებრივია, მე არ ვეთანხმები, რომ ეს შეთანხმება ამად ღირდა, რბილად რომ ვთქვა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ “TV პირველის ეთერში” მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგერმანიაში უსახლკაროებს Johnson & Johnson-ით აცრიან
შემდეგი სტატიაჩეხეთის გენერალური პროკურორი გადადგა, მან ზეწოლაზე ისაუბრა