გერმანიაში უსახლკაროებს Johnson & Johnson-ით აცრიან

გერმანიაში უსახლკაროებს Johnson & Johnson-ით აცრიან

გერმანიის მთელი რიგი ქალაქები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინას ყიდულობენ, რომ უსახლკაროები აცრან – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. Johnson & Johnson-ი შეირჩა სპეციალურად, რადგანაც ის მხოლოდ ერთხელ კეთდება. მიუნხენმა მიმდინარე კვირას ვაქცინის 2500 დოზა მიიღო იმის მიუხედავად, რომ მას ერთი თვის წინ ელოდებოდნენ. ქალაქმა მისი უსახლკაროებისა და ლტოლვილებისთვის გამოყენება გადაწყვიტა.

სოციალური მუშაკების თქმით, უსახლკაროებთან კონტაქტი რთულია, რადგანაც მათ ხშირად არა აქვთ საკომუნიკაციო საშუალება, გარდა ამისა ბევრ მათგანს დამოკიდებულების პრობლემა აქვს, ხშირად ნარკოტიკებზე, ან ალკოჰოლზე.
ვაქცინა Johnson & Johnson-ი მსგავსი დანიშნულებით უკვე გამოიყენეს ბრემენში და რამდენიმე სხვა ქალაქში.

ფოტო: “დოიჩე ველე”

banner
წინა სტატიაშიპაშინიანი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიაბოკერია პარლამენტში შესვლაზე: კიდევ გვექნება მსჯელობა