ბოკერია – “ოცნებამ” თბილისში მწარე მარცხი იწვნია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და სავარაუდოდ, ყველა დიდ ქალაქში მერის არჩევნებზე მეორე ტურები იქნება.

“წინასწარი მონაცემებით, რაც ვიცით, ნათელია რომ თბილისში ქართულმა ოცნებამ მწარე მარცხი იწვნია. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებში და საკვანძო რაიონებში მსგავსი ვითარებაა და ყველა შემთხვევაში, რა შედეგიც არის ყველა იმ მოქალაქის ხმის დასაფასებლად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა, მთელი ამ დათვლის პერიოდში, ღამის განმავლობაში ჩვენი აუცილებელი მიზანია ყველა ხმის დაცვა”,-თქვა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ოპოზიცია მიიღებს მძიმე პოლიტიკურ პასუხს, თუ გაბედავენ რაიმე ტიპის დესტრუქციას
შემდეგი სტატიაახმედ იმამკულიევი – სოფელ ყიზილაჯლოში „ოცნების“ წარმომადგენლებმა „გირჩის“ წევრი ცემეს