კობახიძე – ოპოზიცია მიიღებს მძიმე პოლიტიკურ პასუხს, თუ გაბედავენ რაიმე ტიპის დესტრუქციას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ პასუხს მიიღებს, თუ გაბედავს რაიმე ტიპის დესტრუქციას.

„შარშანაც ასე იყო, სხვათა შორის მაშინაც მათივე ეგზიტპოლმა, ედისონის ეგზიტპოლმა, რომელიც „ფორმულაზე“ გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული. ახლაც მათივე, ოპოზიციის ეგზიტპოლი ადასტურებს იმავეს და ამის მიუხედავად, ისინი ისევ ამ რაღაც კომიკურ სცენარში შედიან, საიდანაც ისინი გამოვლენ აუცილებლად წაგებულები. მაშინ კიდე 6-თვიანი საბოტაჟით რაღაც ქულების დაწერა მოახერხეს, ახლა მათ ამ დესტრუქციას არავითარი რესურსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე პოლიტიკურ პასუხს, თუ გაბედავენ რაიმე ტიპის დესტრუქციას. ეს არის პირობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – მთელ საქართველოში ოპოზიცია ლიდერობს
შემდეგი სტატიაბოკერია – “ოცნებამ” თბილისში მწარე მარცხი იწვნია