ახმედ იმამკულიევი – სოფელ ყიზილაჯლოში „ოცნების“ წარმომადგენლებმა „გირჩის“ წევრი ცემეს

მარნეულში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში “გირჩის” წარმომადგენელი ირაკლი ქველაძე ცემეს.

“სოფელ ყიზილაჯლოში 83-ე უბანზე 30 ზონდერჯგუფის, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ცემა ირაკლი ქველაძე, რომელიც საოლქოს წარმომადგენელია “გირჩის” პარტიიდან. ახლა საავადმყოფოში წევს და ექიმები მის მდგომარეობას იკვლევენ, ვიცით, რომ ცუდად არის. როგორც ვიცი, დაზიანებები აქვს თავის არეში.

დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა ცემა”, – განაცხადა იმამკულიევმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – “ოცნებამ” თბილისში მწარე მარცხი იწვნია
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი – მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება