ბოკერია: მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.

ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს სჭირდება. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს.

“პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ეს წერილი, ივანიშვილის გუნდის განცხადებები და მითუმეტეს ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირ ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია, არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან, ან პირად შუღლსა და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. არც ივანიშვილის მთავრობამ, არც ოპოზიციამ და მათ შორის არც ყოფილმა პრეზიდენტმა არ უნდა აქციონ უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის, განხილვის და მითუმეტეს დაპირისპირების თემად”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

banner
წინა სტატიაშიმე-4 ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა სავაჭრო მოლებს, ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს შეეხება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება