მე-4 ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა სავაჭრო მოლებს, ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს შეეხება

მე-4 ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა სავაჭრო მოლებს, ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურებას, სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს შეეხება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„მე-4 ეტაპი უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. საუბარია ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში პურის ფქვილი გაძვირდა
შემდეგი სტატიაბოკერია: მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს