ზურაბ ჭიაბერაშვილი: ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება

“იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ ოდნავ მოიმატა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფართომასშტაბიანი ტესტირება. იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ, როგორც იქნა, სახლებიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა გამოაცხდა, სწორედ ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, რომ ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან და ეფექტიანად ვმართოთ პროცესი. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია ფრაზა “ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”. სამწუხაროდ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა და რის გამოც საქართველოს 1 მლნ მოსახლეზე ჩატარებული ტესტებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს რეგიონში.”- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი

banner
წინა სტატიაშიბოკერია: მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს
შემდეგი სტატიანიკა მელია: არცერთი სიტყვა არ თქმულა სტუდენტებზე, დაბრუნებულ ემიგრანტებსა და დევნილებზე