ბოკერია: არჩევნების იდეის გადასარჩენად არის საჭირო შეთანხმება ნორმალურ ვადამდელ არჩევნებზე

არჩევნების იდეის გადასარჩენად არის საჭირო შეთანხმება ნორმალურ ვადამდელ არჩევნებზე, ვიდრე ეს პოზიცია არ აქვს გაცნობიერებული ივანიშვილის ამ პოლიტიკური კლოუნების გარემოცვას, იქამდე არ გვაქვს წინაპირობა ვიფიქროთ, რომ პროგრესი გვექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჯერ არ გვაქვს წინაპირობა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი მივიდა იმ კონდიციამდე, რომ გონს მოეგოს და გაიგოს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის მოლაპარაკებები, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. ან როგორ ვკითხოთ ხალხს ვადამდელი არჩევნების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დარჩენილი პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მთელი პაკეტი, რომელიც შემუშავებულია საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რეგულაციებზე, სისტემაზე.

ოღონდ, ეს არ ცვლის ბუნებრივია ჩვენს პოზიციას. ჩვენი პოზიცია იყო და არის მყარი. იმ არჩევნების ლეგიტიმაცია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა, არის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, არჩევნების, როგორც ხელისუფლების შეცვლის ყველაზე სწორი და საჭირო მეთოდის დისკრედიტაცია. სწორედ არჩევნების იდეის გადასარჩენად არის საჭირო შეთანხმება ნორმალურ ვადამდელი არჩევნებზე. ვიდრე ეს პოზიცია არ აქვს გაცნობიერებული ივანიშვილის ამ პოლიტიკური კლოუნების გარემოცვას, იქამდე ჩვენ არ გვაქვს წინაპირობა ვიფიქროთ, რომ პროგრესი გვექნება. ჩვენ მზად ვართ და ვართ მოქნილები ამოცანის მიღწევისთვის, როგორ უნდა მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მშვიდობას და ოპოზიციასთან შეთანხმებას
შემდეგი სტატიაჩორჩანას ტყეში ვითარება უკიდურესად საგანგაშო ხდება