ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მშვიდობას და ოპოზიციასთან შეთანხმებას

“ქართული ოცნების” მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული. ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა. ჩვენ მზად ვართ და ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის შიგნით არსებული ბარიერები გადალახოს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ეწინააღმდეგება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, პოლიტიკურ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ქვეყანაში.

“ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ “ქართული ოცნება” გააცნობიერებს შექმნილი კრიზისის სიმწვავეს და დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას.

“იმედი მაქვს „ქართულ ოცნება“ გადადგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და მოლაპარაკებები განახლდება. ამისთვის, ქართულმა ოცნებამ, უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების თარიღი, ან საქართველოს მოქალაქეებსს უნდა დაუსვან კითხვა, სურთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიანად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისეთი ადამიანებით, რომელიც არასდროს იკადრებენ იმას, რაც 2020-ის 31 ოქტომბერს ვიხილეთ. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადასინჯოს საკუთარი მიდგომები და გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევის ფონზე, ეს პარლამენტი ნორმალურ ფუნქციონირებას ვერ შეძლებს”

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბოკერია: არჩევნების იდეის გადასარჩენად არის საჭირო შეთანხმება ნორმალურ ვადამდელ არჩევნებზე