ჩორჩანას ტყეში ვითარება უკიდურესად საგანგაშო ხდება

ჩორჩანას ტყეში ვითარება უკიდურესად საგანგაშო ხდება – ანტისაოკუპაციო მოძრაობამ, გაუვალ ტყეში რუსი ოკუპანტების მიერ დატოვებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს. ტყე საქართველოს იურისდიქციაში შედის, რუსმა სამხედროებმა კი, უკვე მოზომეს სწორედ ის ადგილები, სადაც ოკუპანტი ადვილად გადაადგილდება.

“ეს უკვე ფაქტობრივად მიტაცებული ტერიტორაა, სადაც რეალურად მუდმივ რეჟიმში რუსები მოძრაობენ. ეს არის ჩორჩანას ტყე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილ, მაგრამ სამწუხაროდ აქ რუსი ოკუპანტები თავისუფლად გრძნობენ თავს და ნიშნულებით აქვთ მონიშნული ჩვენი ტყის ძალიან დიდი ნაწილი”, – ამბობს “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.

ნიშნულების აღმოჩენასთან ერთად, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ადგილზე გაკაფული ხე-ტყე და წვრილი ბუჩქნარიც აღმოაჩინა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: არჩევნების იდეის გადასარჩენად არის საჭირო შეთანხმება ნორმალურ ვადამდელ არჩევნებზე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა