ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას ელოდებიან

ბოჭორიშვილის კლინიკაში 55 პაციენტი იმყოფება. აქედან 19-ს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 7 პაციენტი მოზარდია, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება.

„გვყავს ოთხი საყურადღებო პაციენტი და ველოდებით, ერთის გამოჯანმრთელებას. ერთი უარყოფითი პასუხი უკვე მიღებული გვაქვს. ეს პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატიალენტეხის ცხელების ცენტრში შეყვანილ ორ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა