მარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში ამ დრომდე კვლავ მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა.

ექიმის ინფორმაციით, ერთ მძიმე პაციენტთან სტაბილიზაცია შეიმჩნევა, ხოლო მეორესთან არა.

“დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. ამ დადასტურებული შემთხვევებიდან 78 ჩვენი პაციენტია, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 67 პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე პრობლემური პაციენტები, ერთთან სტაბილიზაცია შეიმჩნევა, მეორესთან ჯერჯერობით ვერ ხდება. დანარჩენებთან პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი მდგომარეობა კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არცერთი კრიტიკული”, – განაცხადა ეზუგბაია,

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 266 შემთხვევაა გამოვლენილი.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ახალი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის კლასტერს უკავშირდება
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას ელოდებიან