ბობ დილანს შვედეთში 2017 წელს ელოდებიან

ამერიკელ მუსიკოსს ბობ დილანს, რომელიც ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, შვედეთში 2017 წელს ელოდებიან – “ასოსეითედ პრესი” ავრცელებს.
როგორც შვედეთის აკადემიაში განაცხადეს, დილანი, სტოკჰოლმში, სავარაუდოდ, კონცერტით ჩამოვა, ან ლექციებს ჩაატარებს. აკადემიის მუდმივი მდივნის სარა დანიუსის თქმით, დილანს შეუძლია გამოვიდეს დაწერილი სიტყვით, ან ზეპირად, ან კინო ჩვენება მოაწყოს, რადგანაც ნობელის ფონდი ძალიან მოქნილია.

ადრე გავრცელდა, რომ ბობ დილანი ნობელის პრემიის დაჯილდოვებაზე არ გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშივიცე-სპიკერების თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა, გია ვოლსკიმ, ზვიად ძიძიგურმა, ილია ნაკაშიძემ, სერგი კაპანაძემ და ირმა ინაშვილმა დაიკავეს
შემდეგი სტატიამეხუთე წიგნი გოგოზე დრაკონის ტატუთი 2017 წელს გამოვა