ბლინკენი – აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ, რეალურად, რეზოლუცია გვაქვს, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარვუდგინეთ. იგი მძევლების გათავისუფლებასთან ერთად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნები მას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი გზავნილი, ძლიერი სიგნალი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის მშენებლობაზე – ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს
შემდეგი სტატიაბუჩუკური – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით