Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტზე ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების უფლებას

Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტზე ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების უფლებას

13874862_1334084523285639_1955637230_nსაკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტზე ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების უფლებას. როგორც „თაიმერის’ ჟურნალისტი ქეთი ფერაძე ადგილიდან იტყობინება, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად, ოპერატორებს დართეს ნება გადაიღონ 60 წამი. Black Sea Arena-ზე ბევრი ცნობილი სახე იმყოფება, მათ შორის მომღერლები ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი.

 

შეგახსენებთ, რო ამერიკელი მომღერალი ბათუმში 27 ივლისს ჩავიდა და სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა. კონცერტი 30 ივლისს, დღეს  გაიმართება. Black Sea Arena-ზე შესვლა 18:00 საათიდან დაიწყო. კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება Black Sea Arena, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები გამართავენ კონცერტებს.

ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი 8 აგვისტოს წარდგება მსმენელის წინაშე, 13 აგვისტოს ანსამბლი „ერისიონი“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი Scorpions-ის კონცერტი გაიმართება. 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ
შემდეგი სტატია“გვეამაყება რომ ნებისმიერი ადამიანი,მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, არის თავისუფალი”