“გვეამაყება რომ ნებისმიერი ადამიანი,მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, არის თავისუფალი”

დღეს ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვევებული აზრისა, არის თავისუფალი-ეს განცხადება, “ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა კახი კალაძემ გააკეთა. მმართველი გუნდის 4 წლიან მუშაობაზე და გატარებულ რეფორმებზე ვიცე-პრემიერმა დუშეთში ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას კალაძემ განაცხადა, რომ ”ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ. მისივე თქმით, ხელისუფლება არ არის თვითკმაყოფილი და მმართველ გუნდს ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რეგიონეში, რაიონებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს.
”ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. დღეს ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვევებული აზრისა, არის თავისუფალი. მე მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პოლიცია დეპოლიტიზირებულია. ისინი ემსახურებიან ხალხს და არა რომელიმე პარტიას, ან ხელისუფლებას. ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას თავიანთი სიცოცხლის ფასადაც. მე ნამდვილად მემაყება ის, რომ საქართველოში დღეს სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა, გეგმა ქვეყნის განვითარების, გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეებმა მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იყოს კვლავ ქვეყნის ხელისუფლებაში. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გუნდი არის ”ქართული ოცნება”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება 8 ოქტომბერს არ იქნება მხოლოდ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია ”ქართული ოცნების” გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშიBlack Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტზე ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების უფლებას
შემდეგი სტატია“8 ოქტომბერს გამოჩნდება ვინ იქნება გამარჯვებული”- კალაძე NDI კვლევებს აფასებს